ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც გუშინ ბათუმში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
1770448545
NATO ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში დამატებით ძალებს განალაგებს. ამის შესახებ ახალ განცხადებაშია საუბარი, სადაც NATO რუსეთის ომს გმობს და უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს.
„სამყარო როგორც რუსეთს, ასევე, ბელარუსს პასუხს აგებინებს მათი ქმედებებისთვის. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს უპირობოდ დაგმოს ეს უგუნური თავდასხმა. რუსეთის ხელისუფლების ტყუილებმა არავინ უნდა გაასულელოს.
ამ კონფლიქტზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. რუსეთმა უარყო დიპლომატიის გზა და დიალოგი, რომელსაც NATO და მოკავშირეები განუწყვეტლივ სთავაზობდნენ. არსებითად დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, გაეროს დებულება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.