„კორონავირუსის ახალი ვერსიაა“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1778948937
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, თავდადებით შეიცვალა. შმიგალი ასევე ამბობს, რომ უკრაინელები მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ.
„მიმდინარეობს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მე-7 დღე რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, ჩვენი მეომრები ლომებივით იბრძვიან ყველა მიმართულებით და მტკიცედ აძლიერებენ თავდაცვას. მტერი ძალებს კარგავს, ცალკეულ მონაკვეთებზე კი იძულებულია ტაქტიკურად უკან დაიხიოს. ამავდროულად, ათი ათასობით რეზერვისტით ივსება ჩვენი არმიის რიგები. უკრაინისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის იარაღი. მთავარი კი ის არის, რომ დაბნეულობა, რომელიც ბევრ ადამიანს ჰქონდა პირველ დღეებში, შეიცვალა თავდადებით.
ყველას ესმის, რომ უკრაინელები განმათავისუფლებელ ბრძოლას აწარმოებენ თავისი მიწისა და მომავლისთვის და მტერს ამ დანაშაულს არ აპატიებენ. უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისთვის აუცილებლად დაისჯებიან ჰააგაში.
რკინის ფარდა სულ უფრო მეტად ეშვება აგრესორზე. მსოფლიო კომპანიები ტოვებენ რუსეთს, რადგან არ სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ სისხლიან ფულთან. რუსეთმა ფაქტობრივად დეფოლტი გამოაცხადა. ბევრმა ცივილურმა ქვეყანამ რუსეთს ცა დაუკეტა. ამავდროულად უკრაინა სულ უფრო ძლიერდება. ევროპარლამენტმა მიიღო უკრაინის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ," - უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.