მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 418 მილიონს გადააჭარბა

covid

Worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 418 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდით 418,244,241 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 5,869,206 ადამიანი.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 341,733,211-ს შეადგენს.