ჯარიმა 50 ლარი და მინუს 10 ქულაა - გაფრთხილება მძღოლებს
1773088562
მოვუწოდებ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ამის შესახებ განცხადებას ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აკეთებს.
„მტკიცედ გმობ რუსეთის დაუფიქრებელ და არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, რაც საფრთხეს უქმნის უამრავი ადამიანის სიცოცხლეს. ჩვენი გაფრთხილებების და დიპლომატიაში ჩართვის დაუღალავი მცდელობების მიუხედავად, სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთმა კვლავ აგრესიის გზა აირჩია.
ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და სერიოზული საფრთხე ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ნატოს მოკავშირეები რუსეთის აგრესიული მოქმედებების განხილვისთვის შეხვდებიან", - თქვა სტოლტენბერგმა.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ 21 თებერვალს აღიარა, რის შემდეგაც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები“ დაამყარა. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კი ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფარგლებს გარეთ შეიარაღებული ძალების გამოყენებაზე თანხმობა მისცა.