მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის - დმიტრო კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის დასავლეთს  დაშლის არ უნდა ეშინოდეს, ამის შესახებ დმიტრო კულებამ „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ დავეხმაროთ რუსეთს სიცოცხლის შენარჩუნებაში, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. მე არ მგონია, რომ მსოფლიო დაიშლება ნაწილებად, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან საკუთარი მოქალაქეები, როგორც ეს მოუვიდა რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ახალი ბრძოლებისთვის ემზადება და არა დიალოგისთვის.

„ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ბოლო ცხრა თვეში ჩვენ ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და შევისწავლეთ ე.წ. მინსკის პროცესის გაკვეთილი, რომლითაც რვა წელი გვაწამებდნენ, და არ ვაპირებთ ტერიტორიებთან ან იქ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წასვლას“, – განაცხადა კულებამ „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში.