მოვუწოდე „ნატოს“ ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინს და მის რეჟიმს - ბორის ჯონსონი

boris jonsoni

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს, დაუყოვნებლივ გათიშონ რუსეთი SWIFT-დან.

„ამ შუადღისას მე მოვუწოდე „ნატოს“ ლიდერებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ პრეზიდენტ პუტინს და მის რეჟიმს.

დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლად დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა“, - წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერზე“.