მოსკოვი პოლიტიკურ მარტოობას არ გრძნობს - სერგეი ლავროვი

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაზე მიტანილი იერიშის გამო, "მოსკოვი პოლიტიკურ მარტოობას არ გრძნობს".

„დარწმუნებულები ვართ, რომ  უკრაინასთან დაკავშირებით, სწორად ვიქცევით. კეთილგანწყობა არ გვაკლია, მაგრამ არ შეგვიძლია და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ინტერესები გამუდმებით ყველაზე უხეში გზით შეილახოს, რაც ფიზიკურ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას“, - განაცხადა ლავროვმა.