მოლოდვის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა

მოლდოვა

მოლდოვის პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერეს.

საქართველოსთან ერთად მოლდოვის ნაბიჯიც რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებულად შეტანამ განაპირობა.

„ჩვენი იმედი გვაქვს ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მოლდოვის მიმართ კარგებიც იყვნენ და ცუდებიც. ჩვენი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების აღსრულებით ევროკავშირი მთელ მსოფლიოს დაანახებს, თუ რამდენად დიდია დემოკრატიისა და თავისუფლების ძალა“, – ნათქვამია მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი დღეს, 3 მარტს მოაწერა.