ქართველების მიერ საფრანგეთში სნიკერსის, ბაუნტის და კარაქის მოპარვის ბრალდებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

police france

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი საფრანგეთში ქართველების ქურდობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას სიცრუეს უწოდებს.

საუბარია ქურდობაზე, რომლის დროსაც ქართველებს 80 შეკვრა კარაქის, 32 ცალი სნიკერსის, 12 ქინდერის, 6 ბაუნტისა და რამდენიმე ტვიქსის მოპარვას ედავებოდნენ. (სტილი დაცულია)

„რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ რომ პროდუქტი კანონიერი გზით ჰქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს.

ჩვენმა ადვოკატებმ გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეო კამერები სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას.

დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინაარით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ტიკეტები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი“,- წერს ნუგზარ სულაშვილი.