1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში
1763152075
მოძრაობა აფხაზეთისთვის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის ინტერვენციას და ძალადობას უკრაინის წინააღმდეგ - ამის შესახებ განცხადებას „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ განცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის სამხედრო აგრესიამ შეარყია მსოფლიო მშვიდობა და დღეს ცივილურ სამყაროს უწევს სასწორზე მდგარი ძალადობრივი და სამშვიდობო გადაწყვეტილებების შედეგად დადმგარი რეალობის შეფასებაც და გააზრებაც. სწორედ ამ რეალობაში უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული არჩევანის მკაფიოდ გამოხატვა, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობების განხორციელება როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართელბით. აქ უნდა დავინახოთ აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გზები და გავაძლიეროთ ძალისხმევა იმ სიკეთეების უკეთ წარმოჩენის და მათთვის გაზიარების შესაძლებლობების კუთხით, რაც მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ მიზნამდე.
რეალურად სერიოზული გამოწვევები და უხილავი საფრთხეები ახლავს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს. საქართველოს გამოუჩნდა შესაძლებლობა გადაწყვიტოს ორი უმნიშვნელოვანესი ამოცანა პირველი ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მეორე ეს არის ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ამ უმნიშვნელოვანესი მიზნების მისაღწევად, აუცილებელია შესაბამისი კომპეტენტური უწყებების პირველ რიგში კეთილი ნება და მერე უკვე დაუღალავი შრომა, რათა დაჩქარდეს ეს ისტორიული პროცესი. მისასალმებებია, როგორც პრეზიდენტის პროაქტიული მოქმედებები ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მიმართულებით, ასევე მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა მოდის საქართველოს მთავრობაზე, რომელმაც პირველი - აუცილებლად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობები უკრაინულ მხარესთან, მეორე - უნდა დააჩქაროს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც თავის დროზე აიღო საქართველომ ევრო ატლანტიკური ორგანიზაციების წინაშე. მესამე - დასახული ამოცანის მისაღწევად, ასევე აუცილებელია, საკანონმდებლო ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობა, მეოთხე - რა თქმა უნდა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა.
რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და გაცხადებულ სამშვიდობო პოლიტიკას, დღეს ის გამოიყურება ისე უსუსურად, როგორც არასდროს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი ინსტიტუცია, სამწუხაროდ, ძალზე ინერტულია. არ შეგვიძლია არ გამოვყოთ აფხაზეთის ლეგიტიმური უწყებების ორივე შტოს უნიათობა, რომლებიც იმის მაგივრად რომ ამ უმნიშვნელოვანესი ამოცანების გადაჭრის გზების ძიებით იყვნენ დაკავებული, გამოირჩევიან აბსოლუტური გულგრილობით, არაკომპეტენტურობით და ნიჰილიზმით, სადაც სუფევს კორუფცია და ნეპოტიზმი“, - ნათქვამია განცხადებაში.