მილიონი დოლარი პუტინის დაკავების სანაცვლოდ - აშშ-ში მყოფი რუსი ბიზნესმენი ჯილდოს აწესებს

პუტინი

ერთი მილიონი მას, ვინც თავის კანონიერ მოვალეობას შეასრულებს და პუტინს დააპტაიმრებს - ამ ინიციატივით აშშ-ში მცხოვრები რუსი ბიზნესმენი ალექს კონანიხინი გამოდის. 

ის აცხადებს, რომ პუტინი ხელისუფლებაში ოპონენტების მკვლელობით, ომით და აფეთქებებით რჩება. 

"გპირდებით, რომ  ოფიცრ(ებ)ს $1,000,000 გადავუხდი, რომლებიც რუსული და საერთაშორისო კანონმდებლობით თავიანთი კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებისას პუტინს დააპატიმრებენ, როგორც სამხედრო დამნაშავეს.

პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი, რადგან ის ხელისუფლებაში მოვიდა რუსეთში მრავალბინიანი შენობების აფეთქების სპეცოპერაციის შედეგად, შემდეგ კი თავისუფალი არჩევნების აღმოფხვრით და ოპონენტების მკვლელობით კონსტიტუცია დაარღვია.

როგორც ეთნიკური რუსი და რუსეთის მოქალაქე, ჩემს მორალურ მოვალეობად მიმაჩნია, რუსეთის დენაციფიკაციას ხელი შევუწყო.

მე გავაგრძელებ უკრაინის დახმარებას მის გმირულ ძალისხმევაში, გაუძლოს პუტინის ურდოს შემოტევას." - წერს ბიზნესმენი.