Meta Facebook Messenger-ის დიდი განახლებას აანონსებს

messenger

Meta Facebook Messenger-ის დიდი განახლებას აანონსებს. ამიერიდან ამერიკელი მომხმარებლები გადასახადების გაყოფას, უფრო ვრცელი ხმოვანი შეტყობინებებს გაგზავნას და მესიჯების დაფარვას შეძლებენ.

გადასახადის გასაყოფად, მომხმარებლები აპლიკაციაში უნდა შევიდნენ პლუსის ფორმის ღილაკს დააჭირონ და ინსტრუქციას მიჰყვნენ, ასე შეძლებენ შესაბამისი თანხის მოთხოვნას.

რაც შეეხება ხმოვან შეტყობინებებს, მათი დრო 1 წუთიდან 30 წუთამდე გაიზარდა. გარდა ამისა ხმოვანი შეტყობინების ჩამწერი ჩაწერისას მის დაპაუზებას და გაგრძელებას შეძლებს, ასევე შესაძლებელი იქნება, გაგზავნამდე ხმოვანი შეტყობინების მოსმენა და მისი წაშლაც.

გარდა ამისა, ამიერიდან Messenger-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ისეთი შეტყობინების გაგზავნა, რომელიც ადრესატის წაკითხვის შემდეგ ავტომატურად წაიშლება.

Facebook Messenger-მა სიახლეები ჯერ მხოლოდ აშშ-ის ტერიტორიაზე დანერგა, თუმცა მათ გამოყენებას მალე სხვა ქვეყნებშიც შეძლებენ.