მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
რუსი პოლიტიკოსი და დუმის დეპუტატი, ვლადიმირ ჟირინოვსკი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რუსული მედია და უცხოური გამომცემლობა, წყაროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუს პოლიტიკოსს კორონავირუსი და ფილტვების მძიმე - 50-75% -იანი დაზიანება აქვს.
გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ ჟირინოვსკის პარტიაში. მათი თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მუშაობას აგრძელებს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ჟირინოვსკიმ განაცხადა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსის წინააღმდეგ რვაჯერ აიცრა.