მედია: რუსმა სამხედროებმა საკომუნიკაციო ანძების განადგურების ბრძანება გასცეს

ანძა

რუსული სამხედრო, დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფები შესაძლოა, საკომუნიკაციო კოშკების განადგურებას ცდილობდნენ. ამის შესახებ UNIAN-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ განუცხადა.

არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალს დაევალა ბოძების განადგურება. წყაროს თქმით, მიზანი კომუნიკაციების დაბლოკვაა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 24 თებერვალს, კომუნიკაციების სახელმწიფო სპეციალურმა სამსახურმა მოუწოდა მობილური და ინტერნეტ-ოპერატორებს, უზრუნველყონ კომუნიკაცია მაშინაც კი, თუ აბონენტებს ანგარიშებზე საკმარისი თანხა არ აქვთ.