1791316484
მძიმე ღამე იყო, მტერმა 81 რაკეტა ისროლა, არის მსხვერპლი - ზელენსკი
9 მარტს გამთენიისას ოკუპანტებზე უკრაინაში მასობრივი საკარეტო შეტევა განახორციელეს. ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბომბვას მსხვერპლიც მოჰყვა.
"მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე.
სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები. ვუსამძიმრებ ოჯახებს.
ყველა სერვისი მუშაობს. ენერგოსისტემის აღდგენა მიმდინარეობს. ყველა რეგიონში შეზღუდვები დაწესდა.
უკრაინელების კვლავ დაშინების მცდელობისას, მტერმა 81 რაკეტა ისროლა. ოკუპანტებს მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება შეუძლიათ. სულ ესაა, რაც შეუძლიათ გააკეთონ. მაგრამ ეს მათ არ უშველით",- წერს ზელენსკი.










