მდგომარეობა რთულია, მტერი დედაქალაქის გარეუბანშია, ვემზადებით კიევის დასაცავად - კიევის მერი

ვიტალი კლიჩკო

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქში ვითარება რთულია, ქალაქის შესასვლელთან სპეციალური ნაგებობებია აღმართული.

მისივე თქმით, სიტუაცია საფრთხის შემცველია და მტერს ქვეყნის გულის აღება უნდა.

„ჩვენი მდგომარეობა რთულია. მტერი დედაქალაქის გარეუბანშია. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ტერორისტებთან მებრძოლები გმირულად იბრძვიან ჩვენი მიწისთვის. ვემზადებით კიევის დასაცავად, ქალაქის შესასვლელთან აღმართულია სპეციალური ნაგებობები, მოეწყო საგუშაგოები. ყველას მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ გარეთ", - განაცხადა კლიჩკომ.