მარიუპოლში საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაბომბვა

მარიუპოლში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საავადმყოფოს დაბომბვას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის ქალაქის მერი ავრცელებს

ცნბისთის რუსმა ოკუპანტებმა საავადმყოფოზე იერიში გუშინ მიიტანეს, წინასწარ ინფორმაციით შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი იყო დაჭრილი.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და სამშობიაროზე თავდასხმა სისასტიკედ შეაფასა.

ფაქტის გამო აღშფოთდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი.

მისი თქმით, ცოტა რამაა იმაზე უფრო მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება.

✕