მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

უკრინა - მარიუპოლი

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას  მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

ანდრიუშენკოს ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი. მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მარიუპოლში 22 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.