მარიუპოლი

მარიუპოლის საავადმყოფოებში, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება - პეტრ ანდრიუშენკო

რუსი სამხედრო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

"საავადმყოფოებში ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე პაციენტი კვდება. მედიკამენტები საკმარისი არ არის. პაციენტებს ცინიკურად სთავაზობენ მედიკამენტები აფთიაქებში შეიძინონ, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერთან, დენის პუშილინთან დაკავშირებულ ფირმებს ეკუთვნით," - განაცხადა პეტრ ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, რუსი სამხედროებისთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობების შესაქმნელად, ადამიანებს დერეფნებში ათავსებენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო კი ისინი ფაქტობრივად, უპატრონოდ არიან მიტოვებულები და აქედან გამომდინარეობს მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი.

ასევე, მარიუპოლის მერის მრჩეველი ამბობს, რომ ინსულინდამოკიდებული ადამიანები მარიუპოლში ყველაზე მძიმე ვითარებაში არიან.

მთავარი სიახლეები