მარიუპოლის მასწავლებლებს რუსეთში სერტიფიცირებისთვის აგზავნიან

მარიუპოლი

მარიუპოლის მასწავლებლებს რუსეთის ფედერაციაში სერტიფიცირებისთვის აგზავნიან​, ხოლო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობენ რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარებას. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„მარიუპოლის ყველა მასწავლებელი იგზავნება რუსეთში სერტიფიცირებისთვის. რუსეთის გამოგონილი ისტორიის ცოდნის სერტიფიკატის გარეშე, სექტემბრიდან მუშაობას არ დაუშვებენ უშვებენ. მათ უკრაინის მოსპობა სურთ“, - განაცხადა მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ მარიუპოლს აქვს არაოფიციალური აკრძალვა მასწავლებლების ქალაქიდან გამგზავრებაზე.

ამავდროულად, მარიუპოლში სკოლის მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები რუსეთის ფედერაციის გერბით გამოსახულ ფორმებზე. მოსწავლეებს რუსულ უნივერსიტეტებში ჩაბარებას სთავაზობენ.

„გუშინ ასობით მარიუპოლელ ბავშვს რუსეთის არარსებული სატელიტის სერტიფიკატები გადასცეს. ამავდროულად, მათ შესთავაზეს „შეღავათიანი მიღება“ რუსეთის უნივერსიტეტებში,“- მან თქვა.