მანანა კოზაკოვა: მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი [რუსეთში] ჩემი და-ძმის იზოლაციაში ყოფნას, ვარ უკრაინელ ხალხთან

manana kozakova

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მანანა კოზაკოვა, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ვარ მანანა კოზაკოვა, მიუხედავად იმისა, რომ ვარ რუსული კულტურის მსახურის, დიდი მსახიობის შვილი, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად განვიცდი ჩემი და-ძმის ყველანაირ იზოლაციაში ყოფნას (ეკონომიურ, მორალურ, მთელი მსოფლიოს ზიზღს)

ვარ უკრაინელ ხალხთან, იმიტომ, რომ მახსოვს რუსეთის ომი, დამოკიდებულება, მცოცავი ოკუპაცია და ა.შ. მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე ქართველი.“ - წერს მანანა კოზაკოვა.