ჯარიმა 200 ლარი და მინუს 30 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1778880483
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ლუგანსკის რეგიონში დასახლებული პუნქტის დაბომბვის შედეგად საბავშვო ბაღი დაზიანდა, არიან დაშავებულები.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კომუნალური ინფრასტრუქტურა, კერძოდ დასახლებული პუნქტის ნახევარი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
„რუსეთის ოკუპაციურმა ძალებმა განსაკუთრებული ცინიზმით სროლები განახორციელეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში, „სტანიცა ლუგანსკაიაში“. ტერორისტების მხრიდან მძიმე საარტილერიო იარაღის გამოყენების შედეგად ჭურვები მოხვდა საბავშვო ბაღის შენობას. წინასწარი მონაცემებით, ორი მოქალაქე დაშავდა“, – ნათქვამია პრესცენტრის განცხადებაში.
ნახეთ ვიდეო