Lufthansa კიევის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

lufthansa

ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ კიევის მიმართულებით და კიევიდან ფრენებს დროებით აჩერებს. ამის შესახებ საერთაშორისო ფრენების ქსელის გვერდზე ვკითხულობთ.

შეზღუდვა ეხება ყველა ფრენას 2022 წლის 21 თებერვლიდან 28 თებერვლამდე.

კომპანიის ცნობით, „ლუფთჰანზა“ მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას და შემდგომი ფრენების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.