ვინ არის თურქი ექიმი, ვინც ქართველ გოგონას ყბა-სახის ოპერაცია გაუკეთა
1742541837
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ის ბირთვული იქნება.
„მესამე მსოფლიო ომი გამანადგურებელი ბირთვული ომი იქნება... სამხედრო ოპერაცია უკრაინაში, კიევის ჩათვლით, მიმართულია უკრაინის განიარაღებისკენ. რუსეთი არ დაუშვებს უკრაინამ ბირთვული იარაღი იშოვოს", - განაცხადა ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში, რომელიც ჯერ სრულად არ გამოქვეყნებულა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალები მზადყოფნაში მოიყვანა.