ლავროვი: ზელენსკი NATO-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ზელენსკი ნატო-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წერს. 

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თუკი ზელენსკი ამდენად იმედგაცრუებულია ნატო-ს კონფლიქტში ჩაურევლობის გამო, ეს ნიშნავს, რომ ის ნატო-ზეა დამოკიდებული სიტუაციის მოსაგვარებლად.

„ზელენსკის მილიტარისტული მიმართულება ამბობს, რომ მას არ სჭირდება მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან. იმედი მაქვს, ეს შეიცვლება“, – აღნიშნა ლავროვმა.

✕