მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1742414907
ვლადიმერ პუტინი უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის, კლავს უდანაშაულო ადამიანებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, ქალაქ ხარკოვზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„ბარბაროსული რუსული სარაკეტო დარტყმები ცენტრალურ თავისუფლების მოედანსა და ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე. ის უფრო მეტ სამხედრო დანაშაულს სჩადის გაბრაზების გამო, კლავს უდანაშაულო მოქალაქეებს. მსოფლიოს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი, გაზარდეთ ზეწოლა, მოახდინეთ რუსეთის სრული იზოლაცია!“ – წერს კულება სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ქალაქ ხარკოვში, საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რაკეტა აფეთქდა. შემთხვევის ამსახველი კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.