ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
1742550791
ქართული რძის პროდუქტების კომპანია ,,სანტე“ რუსეთში რძის პროდუქტის გატანაზე უარს აცხადებს.
კომპანიის განცხადებით, მათი პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.
„ვეხმაურებით აქტუალურ თემას, რომელიც ქართული რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარზე ექსპორტის შეთავაზებას ეხება.
,,სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" არ გეგმავს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტს. “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” არის უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი ქართული კომპანია, რომელიც 1997 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის პრიორიტეტი და უპირველესი საზრუნავი ქართველი მომხმარებელია.
ამ ეტაპზე კომპანია აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პროგრამებში.
პარალელურად კომპანია ადგილობრივ ბაზარზე მრავალ ინოვაციას გეგმავს და აქტიურად ემზადება იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტის შემთხვევაში ჩაანაცვლოს საქართველოში წარმოებული პროდუქტით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთზე დაკისრებული სანქციების შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტის მიწოდების ნებართვის მიცემა სურს.