რა არ უნდა აიღოთ მიწიდან: რომელ ნაპოვნ ნივთებს შეუძლია უბედურება მოგიტანოს - სპეციალისტის რჩევები
1776715869
კომპანია „ბოინგი“ რუსულ ავიაკომპანიებთან თანამშრომლობას აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
ამერიკულმა ავიაკონცერნმა რუსეთში ძირითადი ოპერაციების შეჩერებისა და კიევში ოფისის დროებით დახურვის შესახებ განაცხადა.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ შეაჩერეს რუსული ავიაკომპანიებისთვის ნაწილების მიწოდება, ასევე თვითმფრინავების ტექნიკური მხარდაჭერა და მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ მთავარი რუსული ავიამზიდის „აეროფლოტის“ საავიაციო პარკი ძირითადად „ბოინგ 737“ და ბოინგ 777“ თვითმფრინავებისგან შედგება.