„არ შემეძლო ეს არ დამეწერა...“ - რა მოხდა დაკრძალვის დღეს
1784405212
კიევში „კომენდანტის საათის“ დაწყების დრო შეიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, დღეიდან ის 17:00 საათიდან დაიწყება და დილის 8 საათამდე გაგრძელდება.
„ყველა სამოქალაქო პირი, ვინც იქნება გარეთ „კომენდანტის საათის“ მოქმედების დროს ჩაითვლება მტრის დივერსიული-დაზვერვითი ჯგუფის წევრად. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ვითარებას და არ გამოხვიდეთ გარეთ,“- განაცხადა კლიჩკომ.