წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს:
„კიეველებო, მტერი დედაქალაქისკენ მოიწევს. გვიან ღამით, ბელაია-ცერკოვი, ბუჩი და გოსტომელი დაბომბეს. ვემზადებით დედაქალაქის დასაცავად. ჯარისკაცები სრულ მზადყოფნაში არიან. გთხოვთ, პანიკასა და დეზინფორმაციას არ აჰყვეთ. მტერი ყველა გზით ცდილობს შეგვაშინოს. ენდეთ არმიას. კიევი მედგრად დგას და დადგება. მტერმა გუშინ, ორი სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. მტერს ერთ სანტიმეტრ მიწასაც არ დავუთმობ. ბოლომდე დავდგებით,“ - ამბობს ვიტალი კლიჩკო.