"ხერსონში უკრაინის დროშა ფრიალებს" – ქალაქის მერი

უკრაინა

უკრაინის ქალაქ ხერსონის მერის ცნობით, ქალაქი უკრაინის კონტროლქვეშაა.  ამის შესახებ  იგორ კოლიხაევი სოციალურ ქსელში წერს.

„დილა მშვიდობის. ხერსონის თავზე უკრაინის დროშა ფრიალებს! ქალაქი მუშაობს და ცხოვრობს. ტროლეიბუსის პირველი ხაზები გავიდა. ვასწრებთ ქალაქის ცოტ-ცოტა დალაგებას. პროდუქტებთან და პურთან დაკავშირებით საკითხებს ვაგვარებთ, დააკვირდით ოფიციალურ ვებგვერდზე განახლებულ ინფორმაციას. წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმშია. "წყალი გრაფიკით" - ტყუილია. ვცდილობთ, ყველა ავარია ოპერატიულად გამოვასწოროთ. ხერსონის თავშესაფარში გუშინ ორი ჯანმრთელი ბიჭი გაჩნდა. ჩვენი მედიკოსები მზად იყვნენ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა - დედებისთვისა და ახალი ხერსონელებისთვის“, - წერს ქალაქის მერი. 

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ხერსონის მახლობლად მყოფი დაცვა გაარღვიეს და ანტონოვსკის ხიდი დაიკავეს.  ხერსონი ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს ოლქი ანექსირებულ ყირიმის ესაზღვრება.