1791316484
ხერხემლის დაზიანების გამო პარალიზებულმა კაცმა სიარული შეძლო
მიშელ როკატი პირველი ადამიანია, რომელსაც ზურგის ტვინის ფუნქცია სრულად ჰქონდა მოშლილი, თუმცა, შვეიცარიელი მკვლევარების მიერ შემუშავებული იმპლანტის მეშვეობით, სიარული შეძლო, - ამის შესახებ BBC წერს.
„დამოუკიდებლად ვდგები, მივდივარ სადაც მინდა, კიბეებზე სიარულიც შემიძლია - ეს თითქმის ნორმალური ცხოვრებაა. ავარიამდე, ბოქსით ვიყავი დაკავებული, დავრბოდი და ფიტნესინსტრუქტორად ვმუშაობდი დარბაზში. ავარიის შემდეგ, ვეღარ ვაკეთებდი იმას, რაც მიყვარდა, მაგრამ გუნება-განწყობა არ დამიკარგავს. რეაბილიტაცია არასდროს შემიწყვეტია“, - ამბობს ბიჭი.










