კარგი ამბავი იტალიაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
1769198450
ხარკოვის ეკოპარკში დაბომბვის შედეგად ორი კენგურუ დაიღუპა. ზოოპარკის მფლობელი და სახალხო დეპუტატი, ალექსანდრ ფელდმანი აცხადებს, რომ ზოოპარკი ფრონტის ხაზზეა და რუსი სამხედროები მას გამუდმებით ბომბავენ. ცხოველების გამოკვების მცდელობები ზოოპარკის თანამშრომლების სიცოცხლისთვის საშიში გახდა, ორი მათგანი უკვე დაიღუპა. იღუპებიან ცხოველებიც. 9 მარტს მორიგ დაბომბვას 2 კენგურუ ემსხვერპლა.
ალექსანდრ ფელდმანმა რამდენიმე ცხოველი თავის სახლში წაიყვანა, თუმცა მათი უმრავლესობა კვლავ საფრთხეში რჩება. ზოგი მათგანი, მათ შორის მგელი გაიქცა.
„ჩემი სახლი ნოეს კიდობნად გადაიქცა, მე კი - ნოედ. ყველა ოთახში, ყველა კუთხეში რაღაც ცხოვრობს“, - ამბობს ფელდმანი.
VIDEO: რა მოხდა „ჰაუსის“ დასრულების შემდეგ
1769200217