ჯოზეფ ბორელი: ეს არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა

jozeb boreli

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის,  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა.

მისი თქმით, ევროკავშირი და მისი პარტნიორები მოახდენენ რეაგირებას ერთიანად და მტკიცედ უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად.

შეგახსენებთ, პუტინმა დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა, ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთის წინ განაცხადა