სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დილით ვლინდება
1742846614
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ უკრაინა, სადაც შესაძლოა, მალე სიტუაცია მწყობრიდან გამოვიდეს. ამის შესახებ პრეზიდენტმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სცენარი, რამაც შეიძლება ბიძგი მისცეს მას, ამერიკელების გადასარჩენად ჯარი გაგზავნოს, ბაიდენმა უპასუხა: „არ არსებობს“.
„ამერიკის მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ უკრაინა. ეს არ ჰგავს იმას, როცა ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტულ ორგანიზაციასთან. ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება სწრაფად გამოვიდეს მწყობრიდან,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი, რომელმაც უკრაინის საზღვარზე ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება განახორციელა, მორიგი აგრესიის განხორციელებას გეგმავს.