დასტურდება, რომ მაკარონის ჭამა არ ასუქებს - კვლევა
1773174109
ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„ზოგიერთ ქვეყანაში, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი „ომიკრონი“ ვარიანტის დაბალ სიმძიმესთან ერთად ცრუ ნარატივს იწვევს, რომ პანდემია დასრულდა. ამავდროულად, სხვა ქვეყნებში ვაქცინაციისა და ტესტირების დაბალი მაჩვენებელი ახალი ვარიანტების გაჩენისთვის იდეალურ პირობებს ქმნის. ჩვენ შეგვიძლია მიმდინარე წელს პანდემია კონტროლის ქვეშ მოვაქციოთ, თუმცა ამ შესაძლებლობის გაფლანგვის გაზრდილი რისკის წინაშე ვდგავართ. ამჟამად, 116 ქვეყანა ვერ აღწევს საერთო მიზანს მოსახლეობის 70%-ის აცრასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.