„ყველაფერს აკეთებენ, რომ გამაშავონ, მაგრამ არ გამოუვათ!“ - ლორენცო მიმართვას ავრცელებს
1768586178
იტალიის პარლამენტი დღეს მეშვიდე ცდაზე პრეზიდენტის არჩევას შეეცდება. წინ ექვსი კენჭისყრა უშედეგოდ დასრულდა.
24 იანვრიდან იტალიის პარლამენტი სერჯო მატარელას მემკვიდრის არჩევას ცდილობს. დღესვე პარლამენტში საჭიროების შემთხვევაში მერვე კენჭისყრა გაიმართება. პროცესი გაგრძელდება ყოველდღიურად, დღეში ორი კენჭისყრით, ვიდრე ქვეყანას ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება. მეოთხე ტურის შემდეგ გამარჯვებისთვის 505 ხმის მიღებაა საკმარისი. მეექვსე კენჭისყრაზე ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მიიღო, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანამდებობის მეორე ვადით დაკავება აღარ სურს.
მთავარ ფავორიტებად ანალიტიკოსები იუსტიციის მოქმედ მინისტრს, მარტა კარტაბიას და დიპლომატ ელიზაბეტა ბელონის ასახელებენ. იტალიის პრეზიდენტს 7 წლის ვადით ირჩევენ, ის წარმომადგენლობით ფუნქციებს ასრულებს. სამთავრობო კრიზისის შემთხვევაში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა შეუძლია.
Reuters-ის ცნობით, კონსენსუსის მიუღწევლობა ქვეყანაში პოლიტიკურ ატმოსფეროზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც შეიძლება აისახოს პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგი მთავრობის მხარდამჭერი კოალიციის მომავალზე. თავად მარიო დრაგი, რომელიც ასევე იყრის კენჭს პრეზიდენტად, აცხადებს, რომ შესაძლოა დატოვოს პრემიერის თანამდებობა, თუ მმართველი კოალიცია საპრეზიდენტო არჩევნების გამო დაიშლება.