ისტორიაში პირველად, რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს ერთდოულად 38-მა ქვეყენამ მიმართა

vladimer putini

მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა. ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა გაავრცელა.

ჯონსონის განცხადებით, ისტორიაში ეს ყველაზე მასშტაბური მიმართვაა, მისი ხელმომწერების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც ICC-ის მიუღია.

პირველ მარტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) განაცხადა, რომ იწყებს გამოძიებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე „სავარაუდო ომის დანაშაულებისა“ და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ.