ინგლისში ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა - ახალშობილი  0,3 კილოგრამს იწონის

ახალშობილი

ინგლისში ყველაზე პატარა ბავშვი დაიბადა, ახალშობილი  0,3 კილოგრამს იწონის.

ინფორმაციას The sun-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ელი პატონი 25 კვირის ორსული იყო, როდესაც მშობიარობა დაეწყო. თავდაპირველად,  ექიმები ახალგაზრდა წყვილს იმედს არ აძლევდნენ. თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა - ჩვილი თავს მშვენივრად გრძნობს.

პატარა ჰანას ფოტოები ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა და საზოგადოების გული მალევე მოიგო.