სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1772787159
ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირე ქვეყნების მიერ უკრაინისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ხაზებზე რუსეთის თავდასხმა ომის სახიფათო ესკალაციას გამოიწვევს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა CBC News - ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„მოკავშირეები უკრაინას ეხმარებიან, რომ გამოიყენოს თავისი უფლება საკუთარი თავის დაცვაზე, რაც გაეროს წესდებაშია ჩაწერილი.“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთი აგრესორია, უკრაინა კი თავს იცავს. თუკი რუსეთი თავდასხმას განახორციელებს ნატოს წევრ ნებისმიერ ქვეყანაზე ან ნატოს ტერიტორიაზე, ეს გაააქტიურებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლს. ამ მუხლით განსაზღვრულია, რომ ალიანსის ნებისმიერ ცალკეულ ქვეყანაზე თავდასხმა ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
„სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა იცის ამის შესახებ.“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ნატოს წევრი ქვეყნების დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის გაგზავნა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.