1773348202
გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად - დმიტრო კულება ნატო-ს წევრებს
"გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე', - ამის შესახებ ნატოს წევრების მიმართ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას მიერ გაკეთებულ მიმართვაშია ნათქვამი. ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
"ჩვენი სახელმწიფო მზადაა იბრძოლოს, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება ციდან, რათა რუსეთის თავდასხმები მოვიგერიოთ. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებისა და ტანჯვის შემთხვევებზე. ისინი იღუპებიან რუსული თვითმფრინავებიდან განხორციელებული სარაკეტო იერიშებისას.
პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ ისე ვითარდება, რომ დადგება მომენტი, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები მზად იქნებიან მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რათა მთელ ევროპაზე რუსეთის თავდასხმა და ევროპის ქვეყნების ცხოვრების კოშმარად ქცევა შეაჩერონ. მინდა მჯეროდეს, რომ გადამწყვეტად მოქმედებას დაიწყებთ იქამდე, სანამ გვიანი არაა", - განაცხადა კულებამ.











