შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები როდესაც შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები, ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
მისი განცხადების ტექსტი გაერო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„გაერო-ს წესდების პრინციპები არ არის მენიუ. მათი შერჩევითი გამოყენება არ შეიძლება. წევრმა სახელმწიფოებმა ისინი მიიღეს და ყველამ უნდა შეასრულოს. ასევე მაღელვებს მშვიდობის შენარჩუნების დამახინჯებული კონცეფცია. ამაყი ვარ გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების მიღწევებით, რომელთა დროს ბევრმა ცისფერჩაფხუტიანმა საკუთარი სიცოცხლე გაწირა მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. როდესაც ერთი ქვეყნის სამხედრო დანაყოფები შედიან მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე თანხმობის გარეშე, ისინი არ არიან მიუკერძოებელი მშვიდობისმყოფელები. ისინი საერთოდ არ არიან მშვიდობისმყოფელები.
უშიშროების საბჭოს და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების თანახმად, გაერო სრულად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – განაცხადა გუტერეშმა.