განიხილეს თუ არა მოლაპარაკების დროს ბირთვული საფრთხეები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

„რუსეთმა უნდა მოახდინონ დელიმიტაცია ბირთვული სადგურებისა რომლის გაკონტროლებასაც ის ცდილობს“, - ამ სიტყვებით უპასუხა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ჟურნალისტის კითხვა განიხილეს თუ არა შეხვედრაზე ბირთვული საფრთხეები.

როგორ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სანამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა ბირთვული სადგურები სრულად კონტროლდებოდა.

„დიახ მინისტრმა ლავროვმა წამოჭრა საკითხი ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, მას აქვს კონსულტაციების სურვილი, სადაც მონაწილეობას მიღებენ რუსი და უკრაინელი ექსპერტები. მე მას ვუპასუხე, რომ  უკრაინაში რუსული ჯარის შემოსვლამდე ყველაფერი იყო წესრიგში ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით, ჩვენ ატომურ ელექტრო სადგურებთან ისინი ფუნქციონირებდნენ და უკრაინა ყოველთვის იყო და არის პასუხისმგებელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ  ხელშეკრულების მხარდამჭერი.

ყველაზე კარგი, რაც შეუძლია რუსეთს გააკეთოს არის ის რომ გაიყვანოს თავის ჯარი ჩერნობილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, ნება მისცეს პერსონალს მოემსახუროს ამ სადგურებს შესაბამისად, ექსპერტებს მოინახულონ ეს სადგური და აკონტროლონ ის, რომ ყველაფერი იყოს ნორმალურად. 

რუსეთმა უნდა მოახდინონ დელიმიტაცია ბირთვული სადგურებისა რომლის გაკონტროლებასაც ის ცდილობს“, - განაცხადა დიმიტრი კულებამ.

✕