1760126513
„განგაშის სიგნალი ჩაირთო, ეკლესიაშიც ზარებს რეკავენ“ - რას უყვება „პრაიმთაიმს“ ჩერკასის ოლქში მცხოვრები ქართველი
უკვე მეშვიდე დღეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ამ წუთებში ქვეყნის რამდენიმე ქალაქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
როგორც „პრაიმთაიმს“ ჩერკასის ოლქში მცხოვრები ქართველი წერს, განგაშის სიგნალი რამდენიმე წუთის წინ, ჩაირთო.
„აფხაზეთის ომი რომ იყო, მაშინ მეშვიდე კლასში ვსწავლობდი. ეს ყველაფერი გავლილი მაქვს. 2008 წელს უკვე აქეთ ვცხოვრობდი... 6 დღეა ვტირით. ქალაქი მკვდარია. როგორც ვიცით, კიევშიც სროლაა. ცოტა ხნის წინ, სიგნალი ჩაირთო. არ ვიცით, რა ვქნათ. ეკლესიის წინ ვცხოვრობთ. ზარებსაც რეკავენ. მაგის ხმაც ისმის. ახლა, თავშესაფარში უნდა ჩავიდეთ,“ - გვეუბნება ჩერკასის ოლქში მცხოვრები ქართველი და მიმოწერას ვწყვეტთ.
თუმცა, მალევე კვლავ მომდის შეტყობინება - „დიდება უკრაინას და საქართველოს! დიდება გმირებს“.
გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე, 102 სამოქალაქო პირი დაიღუპა და დაშავდა - 304.









