„ძალიან ფრთხილად იყავით, ვისთან მიდიხართ და ვის ენდობით“ - გოგა მანია
1786280598
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დღევანდელ პროცესს გამოეხმაურა, კულებას განცხადებას უკრაინის საგარეო უწყება აქვეყნებს.
„ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას, არამედ მთელ მსოფლიოში საერთაშორისო სამართლებრივ წესრიგს. გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და დაუყოვნებლივ დააწესოს პრევენციული ზომები: უბრძანოს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები", - განაცხადა კულებამ.
ცნობისთვის, რუსეთის ქმედებების გენოციდად აღიარების მოთხოვნით, უკრაინულმა მხარემ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.
უკრაინა ითხოვს, რუსეთის ფედერაციამ და მის დაქვემდებარებაში მყოფმა ნებისმიერმა სამხედრო და შეიარაღებულმა ქვედანაყოფმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.