ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
1781452684
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ მარია ზახაროვას განცხადებით, ფინეთის და შვედეთის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება, რაც რუსეთის მხრიდან „საპასუხო ნაბიჯებს“ გამოიწვევდა.
„ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფომ, მათ შორის, ფინეთმა და შვედეთმა, დაადასტურეს პრინციპი, რომლის თანახმადაც ერთი სახელმწიფოს უსაფრთხოება არ უნდა აშენდეს სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების ხარჯზე. აშკარაა, რომ ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას ნატო-ში, რომელიც პირველ რიგში სამხედრო ბლოკია, სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვებოდა, რაც მოითხოვდა საპასუხო ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის მხრიდან“, — განაცხადა ზახაროვამ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების კომენტირებისას.