„სისხლიანი წვიმა" ირანში - მეცნიერები უჩვეულო ფენომენის მიზეზს ასახელებენ
1742459924
Facebook-მა და TikTok-მა Russia Today-სა და Sputnik-ის კონტენტზე თავიანთ პლატფორმებზე წვდომა შეზღუდა. ამის შესახებ Facebook Meta-ს პარტნიორი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკ კლეგმა განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ თხოვნა რამდენიმე მთავრობისგან და ევროკავშირისგან, რათა განეხორციელებინათ შემდგომი ზომები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული მედიის წინააღმდეგ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ ამ დროისთვის შევზღუდავთ წვდომას RT-სა და Sputnik-ზე ევროკავშირის ფარგლებში“, - თქვა ნიკ კლეგმა.
მხოლოდ RT-ის არხს 7 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს ფეისბუქის მთავარ გვერდზე და 4,6 მილიონზე მეტი გამომწერი YouTube-ის მთავარ არხზე.