ევროპაში რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ

პროტესტი

ევროპაში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება. უკრაინელ ხალხს ათასობით ადამიანმა გამოუცხადა მხარდაჭერა საბერძნეთის დედაქალაქში. ხალხმრავალი აქციები გაიმართა რომსა და პარიზში, რუსეთის აგრესია გააპროტესტეს ვარშავასა და სტამბოლშიც. 

„მე უკრაინელი ვარ, ჩემი ქვეყანა ძლიერია. ჩვენ პუტინი ვერ დაგვამარცხებს. ჩემი ოჯახის წევრები ახლა იქ არიან, ჩემმა შვილმა მითხრა, რომ არსად გაქცევას არ აპირებენ. იბრძოლებს, ყველა იბრძოლებს“, - თქვა აქციის მონაწილემ.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. რუსეთს უკრაინის განადგურება სურს. პუტინს ეზიზღება ეს ქვეყანა და სურს უკრაინელი ხალხი საკუთარ მონებად აქციოს. გთხოვთ დაგვეხმარეთ, დაეხმარეთ უკრაინას“, - განაცხადა საპროტესტო აქციის მონაწილემ.

✕