ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია - იენს სტოლტენბერგი

ა ნატო-ს გენერალური მდივანი

NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, "ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია“, - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენთან და მთავარ მოკავშირეებთან ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ძვირად დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ისინი მზად არიან გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან," - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში.

ჯო ბაიდენმა საუბარი რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ვითარებაზე კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ბორის ჯონსონთან, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერებთან გამართა.

ევროკომისიის ჯგუფმა განცხადებაში ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერას და გადაუდებელი ფინანსური დახმარების პაკეტის საბოლოო მიღებას - 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით.

ევროკავშირის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეხება ფინანსურ და ენერგეტიკულ სექტორებს, ასევე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს.