შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1768644316
ისტორიის ეს ბნელი მომენტი განსაკუთრებულ საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს, ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა წერს.
„ისტორიის ეს ბნელი მომენტი განსაკუთრებულ საერთაშორისო რეაგირებას საჭიროებს. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გაუმართლებელი, უკანონოა და წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგისთვის. სუვერენულ ქვეყანაზე ეს თავდასხმა არ ყოფილა პროვოცირებული, ეს არის თავდასხმა, რომელსაც ევროპა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები წინ უნდა აღუდგნენ და აღუდგებიან ერთად და სიმტკიცით. ჩემი ყველა ფიქრით უკრაინელ ხალხთან ვარ. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ კრემლს“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.